ფლორბოლი
ფლორბოლი - დარბაზის ჰოკეი. მატჩში მონაწილეობს ორი გუნდი, რომელთა მიზანია რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანონ მეტოქის კარში. ბურთის კონტროლი ხორციელდება ყვანჭით, რომლითაც თამაშობს ყველა მოთამაშე, გარდა მეკარისა.
ფსონები დაითვლება მატჩის ძირითადი დროის მიხედვით, ოვერტაიმის გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა პროგრამაში დამატებით ფიქსირდებოდეს განსხვავებული პირობები.
პოზიციების აღწერა
ძირითადი შედეგი: 1-X-2
- 1 – პირველი ანუ მასპინძელი გუნდის მოგება მატჩის ძირითად დროში
- X – ფრე მატჩის ძირითად დროში
- 2 – მეორე ანუ სტუმარი გუნდის მოგება მატჩის ძირითად დროში
ორმაგი შედეგი: 1X-12-X2
- 1X - პირველი ანუ მასპინძელი გუნდის მოგება ან ფრე მატჩის ძირითად დროში
- 12 – პირველი ან მეორე გუნდის მოგება მატჩის ძირითად დროში
- X2 – მეორე ანუ სტუმარი გუნდის მოგება ან ფრე მატჩის ძირითად დროში
ტოტალი
ფსონი იდება ქულების ჯამური რაოდენობის მეტ-ნაკლებობაზე.
ფსონების დაფიქსირების და გაუქმების წესები
- თუ მატჩი გადაიდო და არ ჩატარდა პროგრამაში მითითებული თარიღიდან მომდევნო ერთი დღის განმავლობაში, ფსონები გაუქმდება ყველა პოზიციაზე.
- თუ მატჩი შეწყდა, ჩაიშალა და არ გაგრძელდა პროგრამაში მითითებული თარიღიდან მომდევნო ერთი დღის განმავლობაში, ის პოზიციები, რომლებიც გარკვეული იყო მატჩის ჩაშლის მომენტისთვის, ჩაითვლება დაფიქსირებულად, ხოლო გაურკვეველ პოზიციებზე ფსონი გაუქმდება და კოეფიციენტი 1.0-ის ტოლი იქნება.