სარჩევი
სპორტი
კრიკეტი - გუნდური თამაში ბურთითა და ტაფელით, რომელსაც თამაშობენ დაახლოებით 70 მეტრის რადიუსის მქონე წრიული ან ოვალური ფორმის ბალახის მოლზე. შუაგულში ბალახი საგანგებოდ გაკრეჭილია და გაკეთებულია 20 მეტრის სიგრძის მართკუთხა ზოლი, რომლის თავსა და ბოლოში კარიბჭეებია დამაგრებული. კარიბჭე შედგება მიწაში ჩარჭობილი 72 სანტიმეტრიანი სამი პალოსგან და ზედ დადებული ორი ძელაკისაგან. კარის ასაღებად სწორედ ამ ძელაკების ჩამოგდებაა საჭირო. ბურთს კორპის გული აქვს. კორპზე ბაწარია დაგორგლილი, რომელზეც წითლად შეღებილი ტყავისგან დამზადებული გარსია შემოკრული.
კრიკეტის გუნდში 11 მოთამაშეა. თითოეული გუნდი მორიგეობით ხან დაცვაში თამაშობს, ხან თავდასხმაში. გუნდი, რომელსაც მოედანი ერგება, კარიბჭეს ბურთით უტევს და მის დანგრევას - ძელაკების ჩამოგდებას ცდილობს, თანაც ისე განლაგდება, რომ ბურთი იოლად დაიჭიროს. გუნდი, რომელსაც ტაფელა შეხვდება, მართკუთხა ზოლის შიგნითაა განლაგებული და კარიბჭეებს ტაფელებით იცავს, თანაც სწრაფი გარბენებით ქულებს აგროვებს. ტაფელოსნის უკან დგება მეტოქე - დამჭერი. იმ შემთხვევაში, თუ ტაფელოსანმა ბურთი ვერ გადააგდო, იგი შეეცდება თავად დაიჭიროს. ამ მოთამაშეს ევალება ტაფელოსნის სისუსტეების შემჩნევა და თავისი კაპიტნის გაფრთხილება, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა, შესაძლოა, მოედანზე ძალთა გადაჯგუფება ამჯობინოს, ოღონდ მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტნის ნებართვით.
ტაფელოსანი ორია. ისინი სხვადასხვა კარიბჭესთან დგანან, მაგრამ თამაშში ერთია ჩაბმული. მტყორცნელის მიზანია ბურთი ისე ისროლოს, რომ მეტოქის ტაფელოსანმა ვერ მოიგერიოს, კარიბჭეს მოხვდეს და დაამსხვრიოს. ბურთის ტყორცნა სხვადასხვანაირად შეიძლება, მაგრამ აკრძალულია ტაფელოსნის მოტყუება. თამაშის არსი სწორედ მოწინააღმდეგის გუნდიდან რაც შეიძლება მეტი - თერთმეტიდან ათი კარიბჭის მცველის გაგდებაა. ტაფელოსანი შეიძლება სხვა შემთხვევაშიც გააგდონ, კერძოდ, როცა მცველის მიერ მოგერიებულ ბურთს მეტოქე ჰაერშივე იჭერს ან როცა ტაფელოსანი ბურთს ტანით ან ფეხით შეეხება. ამის შემდეგ გუნდები ტაფელას და მოედანს ცვლიან.
გამოსაცნობია, ვინ გახდება მატჩის გამარჯვებული.
გამოსაცნობია ქულების რაოდენობა მატჩში ან კონკრეტულ ინინგში მეტია თუ ნაკლები მითითებულ ტოტალზე.