სარჩევი
სპორტი
ჭადრაკი - ინტელექტუალური თამაში,**** რომელსაც თამაშობს ორი მონაწილე „თეთრი“ და „შავი“ ფიგურებით, კვადრატული, მუქი და ღია ფერის 64-უჯრედიან დაფაზე. ორივე მეტოქეს აქვს 16 ფიგურა - მეფე, ლაზიერი, 2 ეტლი, 2 მხედარი, 2 კუ და 8 პაიკი.
დაფაზე მეფის გარდა ყველა ფიგურა გადაადგილდება გარკვეული წესების შესაბამისად და მისი აყვანა შეიძლება მოწინააღმდეგის ფიგურით. ფიგურის აყვანა სავალდებულო არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვა სვლით შეუძლებელია მეფის შეტევისაგან დაცვა.
პარტიას იწყებენ „თეთრები“, სვლები კეთდება რიგრიგობით. თამაშის მიზანია მეტოქის მეფის დაშამათება ანუ მისი ისეთ უიმედო მდგომარეობაში მოქცევა, როდესაც აღარ შეიძლება იერიშმიტანილი მეფის სხვა, უსაფრთხო უჯრედზე გადაყვანა ან თავისი ფიგურით მეტოქის მოიერიშე ფიგურისაგან დაფარვა.
შეხვედრის შედეგი იანგარიშება ყველა იმ პარტიის შედეგიდან გამომდინარე, რომლებისგანაც შედგება მატჩი. შესაძლოა პროგრამაში დამატებით ფიქსირდებოდეს განსხვავებული პირობები.
გამოსაცნობია, მოთამაშის ან ნაკრების მოგება, ფრე, წაგება მატჩში.
გამოსაცნობია, რომელი მოთამაშე გახდება ტურნირის გამარჯვებული.
თუ შეხვედრა დროებით შეწყდა და გადაიდო გაურკვეველი დროით, ფსონები ძალაში რჩება შეხვედრის ან ტურნირის დასრულებამდე.