სარჩევი
სპინ თამაშები
შპს ლამბდა გეიმს : სპინ ბურა (Spin Bura)
აღნიშნული თამაშობა მიმდინარეობს, 3 კარტა ბურის პრინციპით მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მასში მონაწილეობას იღებს ოთხი კაცი, მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს 1, 2, 5, 10, 20, 30, 50 ან 100 ლარიანი ფსონის მაგიდაზე ხოლო ბანკი განისაზღვრება შემთხვევითობის პრინციპით, საპრიზო ფონდს განსაზღვრავს თამაშის დაწყებამდე დატრიალებული სპინი. საპრიზო თანხა შესაძლოა იყოს ფსონის 3x, 5x, 8x, 12x, 24x, 60x, 120x, 1200x ოდენობა. კომპიუტერის პროგრამის მიერ სასტარტო შენატანიდან 3-დან 1200-მაგამდე ოდენობით (მაგალითად შეიქმნა მაგიდა მინიმალური ფსონით ორი ლარი, პროგრამის მიერ საპრიზო ფონდი განისაზღვრება 6 ლარიდან 2 400 ლარამდე).
ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, ყველა დადებული ფსონი უქმდება და უბრუნდება მოთამაშეს.
თამაშის დაწყებისას იქმნება 2 ცალი ორ კაციან მაგიდა სადაც თამაში მიმდინარეობს 3 კარტა ბურის პრინციპით, მოგებული წყვილი თამაშს განაგძობენ მეორე, ფინალურ ტურში იგივე 3 კარტა ბურის პრინციპით. თამაშის ორივე ეტაპი მიმდინარეობს 3 ქულამდე.
მთლიან თანხას (რომელსაც განსაზღვრავს თამაშის დაწყებამდე დატრიალებული სპინი) 3x, 5x, 8x კოეფიციენტების ამოსვლის შემთხვევაში, იგებს მხოლოდ პირველ ადგილზე გასული მოთამაშე.
სხვა შემთხვევებში თანხები ნაწილდება შემდეგნაირად:
12x: I ადგილი - 10x, II ადგილი - 2x
24x: I ადგილი - 20x, II ადგილი - 4x
60x: I ადგილი - 50x, II ადგილი - 10x
120x: I ადგილი - 100x, II ადგილი - 10x, III - IV ადგილები- 5x
1200x: I ადგილი - 1000x, II ადგილი - 100x, III - IV ადგილები - 50x თითოეული
კროუფორდის წესი:
როდესაც რომელიმე მოთამაშეს გამარჯვებამდე დარჩება 1 ქულა, შემდეგი ხელი ტარდება დავის გარეშე. კროუფორდის წესი მოქმედებს სპინ ბურას ყველა მაგიდაზე.
ინფორმაცია ფსონებზე: