ხშირად დასმული კითხვები
სტანდარტული ვერიფიკაცია:
თუ კომპიუტერით სარგებლობთ დააჭირეთ „ჩემი ანგარიში“, შემდეგ "პერსონალურ ინფორმაცია" და ატვირთეთ: 1. პირადობის ან პასპორტის ფოტო; 2.დოკუმენტით ხელში გადაღებული სელფის ფოტო. (ფოტოზე გარკვევით უნდა ჩანდეს ყველა მონაცემი). თუ თავად ვერ ახერხებთ ვერიფიკაციის გავლას, გამოგზავნეთ მონაცემები ჩათში ან მეილზე support@lider-bet.com. ვერიფიკაციის გასავლელად, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს სალაროებს:
მობილურიდან ვერიფიკაციის გასავლელად მოიძიეთ მომხმარებლის ავატარი ზედა მარჯვენა კუთხეში. აირჩიეთ - „უსაფრთხოება“, შემდეგ „პერსონალური ინფორმაცია“ და ატვირთეთ: 1. პირადობის ან პასპორტის ფოტო; 2.დოკუმენტით ხელში გადაღებული სელფის ფოტო. (ფოტოზე გარკვევით უნდა ჩანდეს ყველა მონაცემი) მონაცემების ატვირთვის შემდეგ, აირჩიეთ ღილაკი "შენახვა", რომ თქვენი მხრიდან დაასრულოთ პროცესი.
მარტივი ვერიფიკაციის არჩევის შემთხვევაში, მიჰყევით ინსტრუქციას გამოსულ ფანჯარაში.
ბრაუზერის ისტორიის გასასუფთავებლად კომპიუტერით:
კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl, Shift და delete ღილაკებს ერთდროულად, გადახვალთ ისტორიების გვერდზე, სადაც ეწერება clear browsing data/очистить историю, დროის ნიშნულში მიუთითეთ All time/Всё время დააჭერთ და ისტორია გასუფთავდება.
თუ მობილურით სარგებლობთ, აირჩიეთ მენიუს ნიშანი ... (სამი წერტილი), სადაც ეწერება clear browsing data/очистить историю, დააჭირეთ, დროის ნიშნულში მიუთითეთ All time/Всё время და ისტორია გასუფთავდება.
კომპიუტერის შემთხვევაში, გახსენით "ჩემი ანგარიში" და მარცხნივ ჩამონათვალში მოიძიეთ „ტრანზაქციების ისტორია“.
თუ საიტზე მობილურით ხართ, აირჩიეთ მომხმარებლის ავატარი ზედა მარჯვენა კუთხეში. მოიძიეთ "ისტორია" და შემდეგ „ტრანზაქციების ისტორია“.
კომპიუტერის შემთხვევაში, გახსენით "ჩემი ანგარიში", მარცხნივ ჩამონათვალში მოიძიეთ "პაროლის შეცვლა". ძველი პაროლის ველში მიუთითეთ არსებული პაროლი, ხოლო ახალი პაროლის ველში რისი დაყენებაც გსურთ, გაიმეორეთ ახალი პაროლი და აირჩიეთ "შეცვლა ".
თუ საიტზე მობილურით ხართ, აირჩიეთ მომხმარებლის ავატარი ზედა მარჯვენა კუთხეში. მოიძიეთ "უსაფრთხოება" და "პაროლის შეცვლა". ძველი პაროლის ველში მიუთითეთ არსებული პაროლი, ხოლო ახალი პაროლის ველში რისი დაყენებაც გსურთ; გაიმეორეთ ახალი პაროლი და აირჩიეთ " შენახვა ".
აქტიური ნომრის შეცვლა:
თუ საიტზე დაფიქსირებული ნომრით სარგებლობთ, თავად შეძლებთ ნომრის ცვლილებას. ამისათვის, მოიძიეთ "უსაფრთხოება" და პერსონალურ ინფორმაციაში ნომრის გასწვრივ აირჩიეთ "შეცვლა". მიუთითეთ რეგისტრირებულ ნომერზე გამოგზავნილი SMS კოდი და მობილური ნომრის ველში ჩაწერეთ ახალი ნომერი. ახალი ნომრის ვერიფიცირებას შეძლებთ ამავე ნომერზე გამოგზავნილი SMS კოდით.
თუ საიტზე კომპიუტერით ხართ, აირჩიეთ "ჩემი ანგარიში" და პერსონალურ ინფორმაციაში ნომრის გასწვრივ აირჩეთ "შეცვლა". მიუთითეთ რეგისტრირებულ ნომერზე გამოგზავნილი SMS კოდი და მობილური ნომრის ველში ჩაწერეთ ახალი ნომერი. ახალი ნომრის ვერიფიცირებას შეძლებთ ამავე ნომერზე გამოგზავნილი SMS კოდით.
არააქტიური ნომრის შეცვლა:
1. გამოგზავნეთ თქვენი პირადობის მოწმობის ან პასპორტის ფოტო ჩათში ან ელ ფოსტაზე support@lider-bet.com;
2. დოკუმენტით ხელში გადაღებული სელფის ფოტო;
3. მოგვწერეთ ახალი ნომერი;
პაროლის აღსადგენად, ლიდერბეთის მთავარ გვერდზე აირჩიეთ "პაროლის აღდგენა". გამოსულ ფანჯარაში უნდა შეავსოთ მოცემული ველები: 1. მომხმარებლის სახელი; 2. პირადი ნომერი; 3. რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ ნომერზე ერთი წუთის მანძილზე მიიღებთ ერთჯერად პაროლს.
თუ თავად ვერ მოახერხებთ აღდგენას, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322195500 და შევეცდებით დახმარებას.
მომხმარებლის სახელის აღსადგენად, სახელის გასწვრივ აირჩიეთ "აღდგენა". ჩაწერეთ პირადობის ნომერი და რეგისტრაციის დროს მითითებული ნომერი. შეიყვანეთ ეკრანზე მოცემული დამცავი კოდი და დააჭირეთ აღდგენას.
საიტის საშუალებით ანგარიშის დაბლოკვა შეგიძლიათ თავად,
1 დღით,2 დღით,3 დღით.
თუ სარგებლობთ კომპიუტერით. აირჩიეთ „ჩემი ანგარიში“, ჩამონათვალში მოიძიეთ „პასუხისმგებლიანი თამაში“. ანგარიშის დასაბლოკად, აუცილებელია დააჭიროთ წარწერას „ეწვიეთ ბმულს“ და მიჰყვეთ ინსტრუქციას.
მობილურით სარგებლობის შემთხვევაში, მოიძიეთ მომხმარებლის ავატარი ზედა მარჯვენა კუთხეში. აირჩიეთ ღილაკი ,,უსაფრთხოება" და შემდეგ „პასუხისმგებლიანი თამაში“. ანგარიშის დასაბლოკად, აუცილებელია დააჭიროთ წარწერას „ეწვიეთ ბმულს“ და მიჰყვეთ ინსტრუქციას:
1.დააჭირეთ ღილაკს ,,ანგარიშის დაბლოკვა'';
2.აირჩიეთ რა პერიოდით გსურთ ანგარიშის დაბლოკვა;
3.დაადასტურეთ თქვენი არჩევანი სმს კოდის საშუალებით.
სასურველი დროის არჩევის შემდეგ, თქვენი ანგარიში დაიბლოკება. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ანგარიში ავტომატურად განახლდება.
ლიდერბეთის ექაუნთის გასაუქმებლად აუცილებელია:
1. გადმოაგზავნეთ თქვენი პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) პირველ გვერდთან გადაღებული სელფი და პირადობის ორივე გვერდი ჩათში ან ელ.ფოსტაზე - support@lider-bet.com
2. ტექსტის სახით მოიწერეთ უვადოდ გაუქმების მოთხოვნა.
თქვენი მოთხოვნით გაუქმებული გვერდის აღსადგენად საჭიროა, გამოგზავნოთ პირადობის ორივე გვერდის (ან პასპორტის) ფოტო ვერსია ელ.ფოსტაზე - support@lider-bet.com ან Viber ჩატში და ტექსტში მიუთითოთ, რომ გსურთ მონაცემების აღდგენა. გაუქმებული გვერდის აღსადგენად, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს სალაროებს:
ბარათის წაშლა:
გახსენით საიტი, თანხის გატანის ველში, დამახსოვრებული ბარათის გვერდით დააჭირეთ X სიმბოლოს, დაადასტურეთ მობილურზე მოსული სმს კოდით და ბარათი წაიშლება.
ბალანსის შევსება/ბარათის დამატება:
ბარათის მონაცემების დასაფიქსირებლად, აირჩიეთ "ბალანსის შევსება", შემდეგ "ბარათები". სასურველი ბანკის გასწვრივ აირჩიეთ წარწერა „ახალი ბარათი შენახვით“, ბარათის დამახსოვრებისთვის საჭირო მინიმალური თანხა შეადგენს 1 ლარს, მიუთითეთ სასურველი თანხა და დააჭირეთ ღილაკს "შევსება". ჩაწერეთ ბარათის 16 ნიშნა კოდი, მოქმედების ვადა, CVV კოდი (ბარათის უკანა მხარეს არსებული 3 ციფრი).
ბარათის მონაცემების სრულად დაფიქსირების შემდეგ, დამახსოვრებულ ბარათზე შეძლებთ თანხის გადარიცხვას.
საიტიდან თანხის გატანა შესაძლებელია შემდეგი არხებიდან:
1. „თანხის გატანა“-ში ჩამოთვლილი ბანკების ბარათების საშუალებით
2. ელექტრონული საფულეების საშუალებით;
3. სალაროების საშუალებით;
4. ლიდერ ქარდის საშუალებით;
5. თიბისი ბანკის სალაროდან ID ბარათის საშუალებით;
კომპიუტერის შემთხვევაში, გახსენით "ჩემი ანგარიში", უსაფრთხოების პარამეტრებში მონიშნეთ "კი" ან "არა" და დაადასტურეთ ერთჯერადი სმს კოდით.
თუ საიტზე მობილურით ხართ, აირჩიეთ მომხმარებლის ავატარი ზედა მარჯვენა კუთხეში. მოიძიეთ "უსაფრთხოება" და ჩართეთ/გამორთეთ sms სერვისი.
თუ თავად ვერ ახერხებთ უსაფრთხოების პარამეტრების ჩართვას/გამორთვას, დაგვიკავშირდით ჩათში ან მეილზე და შევეცდებით დახმარებას.
1. სელფიზე აუცილებელია სრულად და გარკვევით ჩანდეს მომხმარებლის სახე; 2. ID ბარათი (ან პასპორტი) საჭიროა ხელში ეჭიროს იმ პირს, ვის სახელზეც არის ბარათი (ან პასპორტი); 3. გარკვევით უნდა ჩანდეს ყველა ციფრული მონაცემი, სურათის გადიდების შემდეგაც; 4. სურათზე საჭიროა გარკვევით ჩანდეს ID ბარათის მონაცემებიც და მომხმარებლის სახეც.
საიტზე დაფიქსირებული ნომრის შესაცვლელად, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს სალაროებს