სარჩევი
სლოტები
სლოტექ**(Thunderkick)**
Thunderkick -თამაშების მოდიფიკაციაა ვიდეო სლოტი. ქვემოთ აღნიშნული ყველა თამაშის პრინციპი ერთმანეთის ანალოგიურია, განსხვავდება სიმბოლოების სურათები და მომგებიანი კომბინაციის სახეობები. მოგება ხდება მარცხნიდან მარჯვნივ აქტიურ ხაზებზე მომგებიანი კომბინაციებით. თამაშებს გააჩნია 1-დან 500-მდე ხაზი, გამონაკლის შემთხვევებისა, სადაც თამაშში მოცემულია გარკვეული რაოდენობის ფიქსირებული მოგების გზები. ეკრანის ქვემოთ განლაგებულია სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე ღილაკები, რომელთა მეშვეობითაც მოთამაშე თამაშობს. INFORMATION –თამაშის და სიმბოლოების კოეფიციენტების ინფორმაციის ღილაკი, Max Bet- მაქსიმალური ფსონის არჩევის ღილაკი, Bet- ფსონის არჩევის, Start –თამაშის დაწყების, Auto play–ავტომატური თამაშის გაშვების ღილაკი. თანხა გამოისახება კრედიტის (ქულების) სახით ეკრანზე.
მოთამაშე ირჩევს აქტიურ სათამაშო ხაზების რაოდენობას და აყენებს ფსონს შესაბამისი (BET) ღილაკით. აქვე მოთამაშეს შეუძლია მაქსიმალური ფსონის არჩევაც ისე, რომ არ იცვლება არჩეული ხაზების რაოდენობა. თამაში იწყება სტარტის ღილაკზე დაჭერით. მას შემდეგ რაც დოლურები გაჩერდება გამოისახება მოგება. მოგების ფაქტი ფიქსირდება სიმბოლოების კომბინაციების სრული ან ნაწილობრივი დამთხვევით. მოგება განისაზღვრება სათამაშოდ არჩეული ფსონისა და კომბინირებულად თანმხვედრილი სიმბოლოების რაოდენობის და კოეფიციენტების სიდიდის მიხედვით. მაგალითად: თამაშები შეიცავს 9 ხაზს, ამიტომ შესაძლებელია ერთდროულად მოიგოს რამოდენიმე ხაზმა. ასეთ შემთხვევაში მომგებიანი კომბინაციები ჯამდება. მოგებულად ითვლება ის ხაზი, რომელშიც არანაკლებ სამი ერთნაირი სიმბოლოა გამოსახული. რაც უფრო მეტ იდენტურ სიმბოლოებს შეიცავს ხაზი, მით მეტია მოგების კოეფიციენტი, რომელიც მრავლდება შესაბამის ფსონზე.
ყველა ამ თამაშებს აგრეთვე გააჩნია ბონუს თამაშიც. დოლურების ბენისმიერ პოზიციაზე შესაბამისი სამი ან მეტი ერთნაირი სიმბოლოს მოსვლისას იწყება ბონუს თამაში. ბონუსების აღწერილობები და სიმბოლოების დეტალური გადახდები მოცემულია თამაშის დახმარებებში.
მინიმალური ფსონი-0,20 ლარი; მაქსიმალური ფსონი-200 ლარი; მაქსიმალური მოგება 100 000 ლარი
თამაშობების დასახელება:
Esqueleto Explosivo 2 Phoenix Paradise Raven’s Eye Riders of the Storm